ადვოკატთა საყურადღებოდ

25 იანვარი 2014

გაცნობებთ, რომ „იაშვილის კლინიკის სისხლის  ბანკის“  ორგანიზებით  მიმდინარეობს აქცია ,,გაიღესისხლი - გადაარჩინე ბავშვის  სიცოცხლე“.

 სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 50 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.

გთხოვთ, ამ  აქციაში  მონაწილეობის   მსურველები ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთმითითებულ კრიტერიუმებს  და მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში  მიმდინარე წლის 12 თებერვლამდე დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:info@gba.ge ან ტელეფონზე  790 22 46 54

კრიტერიუმები:

 

 სისხლისგაღებისმსურველთაასაკი 19-დან 59  წლამდეგანისაზღვრება. დონორიარუნდაიყოს B და C ჰეპატიტისვირუსისმატარებელი, ასევებოლო10წლისგანმავლობაშიარუნდაჰქონდესგადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს  ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან,  არ შეიძლება ორსულისთვის და  მეძუძური დედისთვის, არუნდაღებულობდესპრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეტებული ქირურგიული ოპერაცია,არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არუნდაჰქონდესმიღებულიალკოჰოლიბოლო 24 საათისგანმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტიქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

  დონორობის მსურველს, დონაციის შემდგომ, უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი... ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი).

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი